ორლოვკის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნულ დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
28-10-2025

27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ეს გამორჩეული თარიღი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა. 

მოსწავლეებმა, მასწავლებლის - მანუშაკ კიურეღიანის ხელმძღვანელობით, ლამაზი ღონისძიება მოაწყვეს. ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, ხოტბა შეასხეს პედაგოგის როლსა და ამაგს და მათ სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს.

მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203