კოხტის საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ფინანსურ საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა
28-10-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ფინანსურ განათლებას საინტერესო შეხვედრა მიეძღვნა.

სკოლაში ფინანსური განათლების პორტალ „ფინედუს“ უმასპინძლეს.

დაზოგვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 24 ოქტომბერს, სკოლა შეუერთდა პროექტს - „მოიწვიე ფინედუ კლასში“, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლმა ხათუნა გვიჩიანმა სკოლაში „ფინედუს“ დესპანი მიიწვია. 

სკოლას საქართველოს ბანკის წარმომადგენელი ნინო წერედიანი ესტუმრა, რომელმაც მოსწავლეებს ქართული ეროვნული ვალუტის შესახებ ესაუბრა ყოველდღიური ფინანსების სამართავად საჭირო რჩევები მისცა სასკოლო საზოგადოებას. 

შეხვედრა საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაგრძელდა, რომლებშიც მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203