
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები გასვლით კულტურულ ღონისძიებებს ხშირად მიმართავენ, რაც მოზარდების კულტურული თუ ისტორიული ცნობიერების ამაღლებას, მათი ხელოვნებით დაინტერესებასა და შემოქმედებითობის განვითარებას ემსახურება.
24 ოქტომბერს, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-9ბ კლასის მოსწავლეები დამრიგებელ, ია კლდიაშვილის ხელმძღვანელობით, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას ეწვივნენ.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი გამოჩენილი ხელოვანების - ნიკო ფიროსმანის, გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის, ქეთევან მაღალაშვილის, კორნელი სანაძის, სერგო ქობულაძის, ვალერიან მიზანდარის, იაკობ ნიკოლაძის ცნობილი ნამუშევრები.
მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცნობილი ხატმწერისა და მხატვრის - ოთარ შალიკიანის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილმა გამოფენამ, სადაც ხატმწერის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი 55 ხატია წარმოდგენილი.
მოსწავლეები ათვალიერებდნენ გამოფენას, ხედავდნენ ხელოვანის სულის ნაწილს, რომელიც თითოეულ ხატშია ასახული.
იხილეთ ფოტოები: