„აბიტურიენტს უნდა ჰქონდეს ატესტატი, გაზაფხულის პერიოდში კი ისინი ჯერ კიდევ მოსწავლეები არიან“ - მაია მიმინოშვილი
02-07-2018
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გამოცდების გაზაფხულზე შესაძლო გადატანის შესახებ ისაუბრა:

„მოხარული ვიქნებოდი, რომ გამოცდები გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ყოფილიყო. ამით კლიმატის, სიცხის პრობლემები მოიხსნებოდა. სამწუხაროდ, მხოლოდ ზაფხულის პერიოდია გამოცდებისთვის. თუ მოხერხდება, გამოცდების გაზაფხულზე ჩატარება, ძალიან კარგი იქნება. თუმცა ბევრი საკითხია გასავლელი. ამ პერიოდში სკოლებში, უმაღლეს სასწავლელებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. ასევე აბიტურიენტს უნდა ჰქონდეს ატესტატი, გაზაფხულის პერიოდში კი ისინი ჯერ კიდევ მოსწავლეები არიან,“ - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა. 

რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, გამოცდებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის თქმით, ამ დროისთვის დაგვიანების მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება:

„დაგვიანებების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გვეცოდინება. თუმცა ამ დროისთვის ერთი დაგვიანება დაფიქსირდა. იმედი მაქვს, დაგვიანების მეტი შემთხვევა არ დაფიქსირდება. რეგისტრაცია კი ყველგან ოპერატიულად დასრულდა,“ - დასძინა მაია მიმინოშვილმა.
 
იხილეთ ასევე: 

შესაძლოა, მომავალ წელს გამოცდები გაზაფხულზე ჩატარდეს - მიხეილ ჩხენკელი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203