
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში მოსწავლეთა ჩართულობას ახალისებენ და ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებენ. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტივობებში ხალისით მონაწილეობენ და წარმატებაც სახეზეა.
ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს ფრენბურთში, რეგიონულ ტურნირზე.
ნარდევანის საჯარო სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები ფრენბურთში სხვადასხვა სკოლის გუნდებს შეეჯიბრნენ და დაიკავეს პირველი ადგილი.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა სპორტული წარმატება. დირექცია და პედაგოგები მათ გამარჯვებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: