სკოლების ყოველწლიური თვითშეფასების წესი დამტკიცდა - ვადა 3 ნოემბრიდან 27 დეკემბრამდეა
27-10-2025

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსახორციელებელი ყოველწლიური თვითშეფასების განხორციელების წესი დამტკიცდა.

აღსანიშნავია, რომ თვითშეფასება ხორციელდება ელექტრონული ფორმით, დაწესებულების თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის (evaluate.eqe.ge) გამოყენებით.  პროცესში კი ჩართულნი არიან შემდეგი მხარეები: ა) დაწესებულების დირექცია/ადმინისტრაცია; ბ) მასწავლებლები - ყველა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენელი/წარმომადგენლები; გ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. მოსწავლეთა წარმომადგენლობა უნდა მოიცავდეს ყველა კლასს და თითოეული კლასიდან კითხვარი უნდა შეივსოს არანაკლებ ერთი მოსწავლის მიერ; დ) მშობლები/მოსწავლეთა კანონიერი წარმომადგენლები. წარმომადგენლობა უნდა მოიცავდეს ყველა კლასს, ხოლო თითოეული კლასიდან კითხვარი უნდა შეივსოს არანაკლებ ერთი მშობლის/მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ.

მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „თვითშეფასებაში ჩართული მხარეები ამ წესის დანართით გათვალისწინებულ თვითშეფასების კითხვარს ავსებენ და აგზავნიან დაწესებულების თვითშეფასების ელექტრონულ პლატფორმაზე (evaluate.eqe.ge), რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა)დაწესებულების შესაბამისობის აღწერა ავტორიზაციის სტანდარტებთან/კომპონენტებთან/კრიტერიუმებთან მიმართებით; ბ) დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მტკიცებულებები; გ) სხვა ინფორმაცია ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის სისტემური შეფასების განხორციელების მიზნებისათვის. თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

თვითშეფასება ხორციელდება ყოველწლიურად, დაწესებულებას ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება წარმოეშობა ავტორიზაციის მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ და ვრცელდება ავტორიზაციის ვადის გასვლამდე ერთი წლით ადრე პერიოდზე. „დაწესებულება თვითშეფასების ანგარიშს წარმოადგენს სასწავლო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს იმავე წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში, ხოლო 2025 წელს დაწესებულებების მიერ თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2025 წლის 3 ნოემბრიდან 2025 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203