ოყურეშის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 185 წლის იუბილეს ღონისძიება მიეძღვნა
28-10-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 185 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

27 ოქტომბერი ქართული წერა-კითხვის გამავრცელებლის, საბავშვო წიგნების ავტორისა და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის ქართული ენის პირველი სახელმძღვანელოს, (რომელიც დღემდე გამოიყენება) შემქმნელის იაკობ გოგებაშვილის (1840-1912 წწ.) დაბადების დღეა. 1876 წლიდან, როცა პირველი დედაენა გამოიცა, თითქმის ყველა ქართველმა ბავშვმა გოგებაშვილის წიგნით ისწავლა კითხვა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა განასახიერეს პერსონაჟები მისი მოთხრობებიდან. წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები. იაკობ გოგებაშვულის ღვაწლი აღნიშნეს და ხოტბა შეახეს მის შექმნილ დედაენას. 

ღონისძიებაში მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203