დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა, ტრადიციულად, საზეიმოდ დაიწყეს 
27-10-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დაიწყეს. 

პირველი ნაბიჯი წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში მოსწავლეებისთვის, ტრადიციულად, დღესასწაულად იქცა. „ანბანეთში“ პატარებს მზრუნველი და მოსიყვარულე პირველი მასწავლებელი ნატო ნანავა შეუძღვა. 

„აი ია“ ქართული სიტყვიერების პირველი სხივია პატარებისთვის, შესაბამისად, კლაში „ანბანის შემობრძანება“ განსაკუთრებულად თბილ და ემოციურ ატმოსფეროში გაიმართა. პედაგოგმა მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა და ბავშვებს მრავალფეროვანი სახალისო აქტივობები შესთავაზა.

„წიგნიერების ჯადოსნური სამყაროში შებიჯება ასეთი ხალისიანი და ბედნიერებით სავსე დღე აღმოჩნდა პირველკლასელებისთვის“,- გვეუბნებიან სკოლაში და ბავშვებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

საზეიმო გაკვეთილს ესწრებოდა სასწავლო ნაწილის გამგე ნინო სურმავა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203