მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ტურის მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს მთელი კვირის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ თბილისის სკოლების წარმატებულ პრაქტიკას, სადაც ადგილზე სუპერვიზიას უწევდნენ ცენტრის მიერ კონკურსის წესით შერჩეული სუპერვიზორები.
გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის შედეგების მდგრადობის უზრუნველსაყოფად იგეგმება რეგიონებში სპეციალური მასწავლებლებისთვის ადგილობრივი სუპერვიზიის სისტემის ჩამოყალიბება და აქტიური პროფესიული კლუბების შექმნა, რაც ქვეყნის მასშტაბით გამოცდილების გაზიარებასა და ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.