
27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ეს გამორჩეული თარიღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა.
VI და IX კლასების მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის პოემა „გამზრდელის“ ინსცენირებით მიულოცეს პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე.
მოსწავლეები მასწავლებლების წინაშე შთამბეჭდავი სანახაობით წარდგნენ და მათ დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მასწავლებელმა - თამარ ფიფიამ.
იხილეთ ფოტოები: