საზეიმო საანბანო გაკვეთილი ორლოვკის საჯარო სკოლის ერთადერთი პირველკლასელისთვის 
27-10-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეების მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის ნათელი მაგალითია პირველი საანბანო გაკვეთილი, რომელიც საზეიმოდ წარიმართა. 

ერთადერთი პირველკლასელი პირველ ასო-ბგერას დიდი ინტერესით გაეცნო და წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინა. 

მასწავლებელმა - ბავაკან ჯაგაცპანიანმა პირველკლასელს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. 

პირველკლასელმა საზეიმო, სასწავლო-შემეცნებითი თუ სახალისო აქტივობები დიდი ენთუზიაზმით შეასრულა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203