თბილისის N133 სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებელთა როლი მოირგეს და პედაგოგებს სიყვარული და პატივისცემა ორიგინალურად დაუდასტურეს
27-10-2025

27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ეს გამორჩეული თარიღი თბილისის N133 საჯარო სკოლაში ორიგინალურად აღინიშნა. მოსწავლეებმა სკოლის დირექტორის - ლიანა ფუტკარაძის საინტერესო ინიციატივა ხალისით აიტაცეს და პედაგოგებს სიყვარული და პატივისცემა აქტივობით დაუდასტურეს. 

მოსწავლეებმა საყვარელი მასწავლებლების როლი მოირგეს და მათი შრომა უკეთ გაითავისეს. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მათ სითბოსა და სიყვარულისთვის მადლობას უხდიან. სკოლის დირექცია კი პედაგოგებს პროფესიულ დღეს დიდი პატივისცემით ულოცავს. 

მასწავლეველო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი! არაა ეს ფრაზა გაცვეთილი, არც არასდროს გაცვდება. მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ კოლეგებო, ჩვენო საუკეთესო მოსწავლეებო, თბილებო, ზრდილებო. ეს ბევრჯერ დაადასტურეთ.

დღევანდელი დღე ნამდვილ ზეიმად გვიქციეთ.ერთხმად აიტაცეთ დირექტორის ლიანა ფუტკარაძე ინიციატივა და შეცვალეთ მასწავლებლები : ბექა სურმანიძემ, ანა თავაძემ, ირაკლი მზარეულაშვილმა დემეტრე ჭელიძემ ნონა გორგილაძე შეცვალა, მარიამ თავშავაძემ, ელენე კობახიძემ ეკა მაისურაძე, გიორგი არაბულმა და თეკლა ბჟალავამ გიორგი კურდღელაშვილი, ანიტა ანჯაფარიძემ და ანასტასია ბიწაძემ თამარ ელისაშვილი....და ასე დაუსრულებლად მთელ სკოლაში ბავშვები მასწავლებლობდნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, საქმიანად ფუსფუსებდნენ, მოტივაციას უმაღლებდნენ, იყო წახალისება და „მიმსგავსებული“ ფრაზები: „დაგაგვიანდა მეგობარო!, „იქაც კი რა ლამაზი ხარ მას“, „თავი რატომ არ დაგრჩა“, „არაუშავს შეცდომას ყველა ვუშვებთ,ადამიანები ვართ“, „ჟურნალში უკვე არა გიწერია“, „ხოოოოო, უნდა დავფიქრდეთ“, „წყალი შეგიძლია დაუკითხავად მიირთვა“, „მოვალ, ცხრად ხომარ გავიჭრები“, და კიდევ უამრავი... ვინც ამ ფრაზებში საკუთარი თავი ამოიცნო, უკვე გამარჯვებული ხართ. მადლობა ჩვენო საუკეთესოებო, მადლობა სიყვარულისა და თანამშრომლობისთვის, მადლობა რომ გიყვართ თქვენი სკოლა და ქვეყანა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203