
თბილისის N200 საჯარო სკოლამ გასული კვირის მანძილზე უმასპინძლა პროექტს - „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.
პროექტში ჩართულ მონაწილეებს სუპერვიზიას თბილისის N200 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი - თამთა საფარაშვილი უწევდა.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინკლუზიური განათლების განვითარებას რეგიონებში, რაც საშუალებას აძლევს რეგიონის სკოლებში დასაქმებულ ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს გაიზიარონ თბილისის წარმატებული სკოლების პრაქტიკა.
ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა თბილისის N200 საჯარო სკოლის დირექტორს - ელდარ არაბულს და პროექტში ჩართულ საგნის მასწავლებლებს.