პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის ეროვნული დღესთან დაკავშირებით, პედაგოგებს სიურპრიზი მოუწყვეს
27-10-2025

27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ეს გამორჩეული თარიღი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა. 

სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომლის ორგანიზატორები და სულისჩამდგმელები  სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ. 

მოსწავლეებმა პედაგოგებს ასევე ლამაზი სიურპრიზი მოუწყვეს -  ვარდები მიართვეს და პროფესიული დღესასწაული დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203