ქუთაისის N9 სკოლის პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება, ტრადიციულად, დღესასწაულად ექცათ
27-10-2025

ქუთაისის N9 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ხალისით შეაბიჯეს. 

პედაგოგებმა მათ მოტივაციაზე იზრუნეს და პატარებს საანბანო პერიოდის დაწყება ტრადიციულად დღესასწაულად უქციეს. 

მასწავლებლებმა - ნანი შენგელიამ, თამარ ჭუმბურიძემ, ნატო გიორგაძემ, თამარ რეხვიაშვილმა და მარი გიორგაძემ მოსწავლეები არაერთ საინტერესო და სახალისო აქტივობაში ჩართეს და „ანბანეთში“ დიდი სიყვარულით შეუძღვნენ. 

„სიყვარულითა და სიხარულით აღინიშნა იას შემობრძანების ტრადიციული დღესასწაული. ეს დღე პატარა მოსწავლეებისთვის ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯის სიმბოლოა - სილაღით, ემოციებითა და ახალი დასაწყისით სავსე წუთები, რომლებიც ყველა პედაგოგისა და მშობლის გულს ათბობს.

იას შემობრძანება გაიმართა ნანი შენგელიას, თამარ ჭუმბურიძის, ნატო გიორგაძის, თამარ რეხვიაშვილისა და მარი გიორგაძის კლასებში.  მასწავლებლებმა პატარებთან ერთად სიყვარულითა და შთაგონებით გააფორმეს დღე, რომელიც თითოეული მათგანის ცხოვრებაში დაუვიწყარ მოგონებად დარჩება.  ჩვენი პატარა იები განათლების გზაზე უკვე ფეხს იდგამენ - სითბოთი, შრომითა და ღიმილით“, - გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მასწავლებელთა შემოქმედებითობა და მოსწავლეთა სასწავლო შემართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203