
აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათელა ბრეგაძის მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას მრავალი წელია ერთგულად ემსახურება.
ახლახან, პედაგოგის შრომა და ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. ნათელა ბრეგაძე მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის დაჯილდოვდა.
სკოლაში ახარებთ პედაგოგის დაფასება და მას წარმატებას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა, ხოლო დასკვნითი ღონისძიება დღეს, 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.