
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ.
ამის ნათელი მაგალითია, მე-9 კლასელთა ბიოლოგიის გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა შემოქმედებითი პროდუქტი შექმნეს.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი ლია ტყემალაძე ხელმძღვანელობდა, გაკვეთილის თემა კი გახლდათ - მარეგულირებელი სისტემა, საკითხი კი ენდოკრინული სისტემა და მისი მნიშვნელობა.
პედაგოგმა გაკვეთილზე როლურ თამაშს მიმარტა.
მოსწავლეებმა მოირგეს ენდოკრინოლოგის როლი და მათთვის საინტერესო და სასურველი ჯირკვლის მაგალითზე გაიაზრეს მისი მნიშვნელობა ორგანიზმის სასიცოცხლო თვისებებისა და ჰომეოსტაზის შენარჩუნებისათვის, თუ რა იწვევს ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევას და რა სიმპტომებით ვლინდება, ახდენს თუ არა გავლენას ცხოვრების ჯანსაღი წესი ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებაზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დავალებაზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს განუვითარდათ მეცნიერული კვლევისა და ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარების, მოსაზრებების გამოთქმისა და არგუმენტირების, ინფორმაციის ორგანიზებისა და გადმოცემის უნარები.