
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა, მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
24 ოქტომბერს, სკოლის მე-7 და მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო ექსკურსიით დედაქალაქს სტუმრობდნენ.
ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ინგა მაჩიტიძე; ლია ტყემალაძე ; ირმა ცხადაძე; მე-11 კლასს დამრიგებელი: ელენე საყვარელიძე.
დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ მათ მონაწილეობა მიიღეს წინასწარ შერჩეულ და მათ ასაკობრივ საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო - საგანმანათლებლო ინტეგრირებულ ვორქშოპებში: მე-7 კლასი თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას შეუერთდა, ხოლო - მე-11 კლასი კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმის.
ბავშვები იმყოფებოდნენ ასევე ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც პრესისა და წიგნის მუზეუმების დათვალიერება შეძლეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსკურსიის მიზანი იყო ცოდნის გაღრმავება, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა შემეცნებითი და პრაქტიკული აქტივობების გზით.
„გარდა შემეცნებითი მიზნებისა ექსკურსია ბავშვებს დაეხმარა დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის უნარების განვითარებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: