ოყურეშის საჯარო სკოლასთან არსებულ ზედა ოყურეშის დაწყებითი სკოლის პირველკლასელთა საზეიმო საანბანო გაკვეთილი 
27-10-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლასთან არსებულ ზედა ოყურეშის დაწყებითი სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

მოსწავლეებმა, მასწავლებელ ნათია გოგიძის ხელმძღვანელობით ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დიდი მონდომებით შეაბიჯეს. პედაგოგმა მოსწავლეებს თემატური აქტივობები შესთავაზა. მოსწავლეებმა წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნა წარმოაჩინეს და პირველ ასობგერებს დიდი ინტერესით გაეცნენ. 

ბავშვები საგაკვეთილო პროცესში დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მათი განწყობა სადღესასწაულოდ მორთულმა გარემომ კიდევ უფრო აამაღლა.  მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება  წარმატებებს უსურვებს.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203