
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ხალისით შეაბიჯეს. პატარებს „ანბანეთში“ მზრუნველი და მოსიყვარულე პირველი მასწავლებელი შეუძღვა.
ანბანის სწავლის დაწყება, პატარებმა დამრიგებლისა და მშობელთა ჩართულობით, საზეიმოდ აღნიშნეს.
საზეიმო გაკვეთილი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი როგორც შემეცნებითი, ისე სახალისო აქტივობებით. მოსწავლეებმა წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნა შეაჯამეს და პირველ ასობგერებს - აი ია-ს, დიდი ენთუზიაზმით გაეცნენ.
ღია გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაციის წევრები და მშობლები, რომელთაც ბავშვებს საანბანო პერიოდის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები: