
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე ბიუჯეტში და ასევე საჯარო სკოლისთვის სახელის მინიჭების წესში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, განიხილება ცვლილება 2007 წლის 16 მარტის N194 ბრძანებაში, რომელიც ეხება საჯარო სკოლისთვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცებას.
ცვლილების თანახმად, სკოლას შეეძლება, ეწოდოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული იმ პირის სახელი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებული იყო საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების, ბუნებრივი რესურსებისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვასთან, აგრეთვე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებასთან.