
ქუთაისის N26 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევენ, რად მათ სასწავლო შემართებასა და მიღწევებზე აისახება.
ახლახან, მოსწავლეებმა ინგლისური ენის ოლიმპიადაში ისახელეს თავი.
მე- 4 კლასის მოსწავლე ემილია არქანიამ, რომლის პედაგოგი ნაზი სოსელია გახლავთ, კონკურსში 100 ქულა მოიპოვა, უმაღლესი ქულა დაიმსახურა, მე-4 კლასელმა იასე ჩახუნაშვილმაც, რომელის პედაგოგი ნაზი სოსელიაა. 100 ქულით ისახელა თავი მე- 6 კლასის მოსწავლე ანდრია ჯიშკარიანმა, რომელსაც საგანს პედაგოგი სოფიკო ჯანელიძე ასწავლის. საგნობრივ ოლიმპიადაში 99 ქულა აქვს მე-7 კლასელ ელენე კვატაშიძეს, რომლის პედაგოგი სოფიკო ჯანელიძე გახლავთ.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და კონკურსში მიღწეული წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: