
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
მე-12 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე წარმოადგინეს პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას გააცნეს უნივერსიტეტის დაარსების ისტორია. აღნიშნეს ივანე ჯავახიშვილის წვლილი უნივერსიტეტის დაარსების საქმეში და ასევე - პირველი ლექტორების შალვა ნუცუბიძის, კორნელი კეკელიძის, დიმიტრი უზნაძისა და უნივერსიტეტის პირველი რექტორის პეტრე მელიქიშვილის ღვაწლი.
მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულების - ზვიად გამსახურდიას, მზექალა შანიძის, ანა კალანდაშის, გია დვალისა და ზაირა არსენიშვილის შესახებ.
მე-12 კლასელებმა ხაზგასმით აღნიშნეს უნივერსიტეტის მნიშვნელობა და როლი მომავალი თაობის განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ ალათუმანის საჯარო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გასულ სასწავლო წელს სტუმრობდნენ, სადაც შეხვდნენ ლექტორებსა და იმ სომეხ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში წარმატებით სწავლობენ.
წელს ალათუმანის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე გახდა სტუდენტი.
იხილეთ ფოტოები: