ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი თემატური კვირეული მიმდინარეობს, სადაც I და II კლასის მოსწავლეებმა მწერლის შემოქმედებას - სანუკვარ - დედაენას ხოტბა შეასხეს.
პატარებმა წაიკითხეს მისი ნაწარმოებები, ასახეს პერსონაჟები ილუსტრაციებში და მონაწილეობა მიიღეს შემოქმედებით აქტივობებში.
აქტივობების მიზანი იყო პატარებისთვის იმ ღვაწლის ჩვენება, რაც იაკობ გოგებაშვილს ქართველი ერის წინაშე მიუძღვის, მისი შემოქმედებისადმი სიყვარულის გაღვივება და იაკობ გოგებაშვილის საგანმანათლებლო იდეების კიდევ ერთხელ გაჟღერება.
27 ოქტომბერი ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე. ამავე დღეს საქართველოში აღვნიშნავთ მასწავლებლის ეროვნული დღეს.
იხილეთ ფოტოები: