
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში ყოველი სასწავლო წლის დასაწყისი დღესასწაულია.
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა და მოსწავლეებს გრანდიოზული დახვედრა მოუწყო.
ამ დღის მთავარი გმირები, ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ, რომელთაც წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯები თამამად გადადგეს. სასკოლო ცხოვრების დაწყება ბავშვებს მიულოცეს საყვარელმა ზღაპრის გმირებმაც და ეს დღე კიდევ უფრო გაულამაზეს.
სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით სკოლის ეზოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც სკოლაში ჯადოსნური განწყობა დაატრიალა. ამ დღის ემოციები ბავშვებს დღემდე მოჰყვებათ.
აღსანიშნავია, რომ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ. ამის ნათელი მაგალითია სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისიც.
იხილეთ პირველი სასწავლო დღის ამსახველი ვიდეომასალა: