
15 ოქტომბერს, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია შემეცნებითი თავგადასავლებით.
ახლახან, Iბ კლასის მოსწავლეები შემოდგომის სილამაზის აღსაქმელად, დამრიგებლის - ნათია ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით, ულამაზეს და უთბილეს გარემოს - SMILE TIMS-ს ეწვივნენ.
მოსწავლეებმა ისაუბრეს წელიწადის დროებზე, შემოდგომისთვის დამახასიათებელ საქმიანობებზე, ასევე თავიანთი ხელით, ტრადიციული წესების დაცვით, ამოავლეს ჩურჩხელები. ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები და ხოტბა შეასხეს შემოდგომის სილამაზეს. პატარები საყვარელი ზღაპრის გმირებსაც შეხვდნენ, ანიმატიორებმა მათი დღე განსაკუთრებულად გაახალისეს.
ბავშვებისთვის დაუვიწყარი და შთამბეჭდავი დღე აღმოჩნდა. დღის „შემოდგომის ხელმარჯვე ოსტატებს“ სერტიფიკატებიც გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: