
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წიგნიერების სამყაროში დიდი შემართებით შეაბიჯეს.
Iა და Iბ კლასების მოსწავლეებმა „ანბანის შემობრძანება“ იზეიმეს.
Iა კლასის ხელმძღვანელი მარინა მაღლაკელიძე და Iბ კლასის დამრიგებელი ნათია ჟორჟოლიანი მოსწავლეებს „ანბანეთში“ დიდი სიყვარულით შეუძღვნენ.
„ეს დღე მათთვის განსაკუთრებული იყო. დამთავრდა. წინასაანბანო პერიოდი და შემობრძანდა ქართული ანბანი.
პატარებმა შეაჯამეს წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი მასალა. გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. ბავშვები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ასრულებდნენ თითოეულ მათგანს. აპლიკაციებით გააფერადეს „ია“, ფერადი მავთულებით გამოსახეს „ი“ და „ა“ ასო-ბგერები.
პედაგოგებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე და ხოტბა შეასხეს მის შექმნილ „დედა ენას“. მასწავლებლება ასევე ბავშვებს აჩვენეს ვიდეორგოლი, სადაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, გაცოცხლებული იაკობ გოგებაშვილი პატარებს ულოცავს ანბანის შემობრძანებას და უსურვებს მათ წარმატებებს.
იხილეთ ფოტოები: