ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა, მინი-პროექტის ფარგლებში, ​კახური ყურძნის ჯიშებზე ბროშურები შექმნეს
27-10-2025

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

20 ოქტომბერს, მე-6 (დამრიგებელი - სოფო გველესიანი), მე-6 (დამრიგებელი - მაია ნიკოლაძე) და მე-6 (დამრიგებელი - აზა ჯამბურიძე) კლასების მოსწავლეებმა, წარმოადგინეს მინი-პროექტი საგანში - „ჩვენი საქართველო“ (მასწავლებელი ვახტანგ შარადენიძე).

პროექტი, სახელწოდებით - „კახეთის ყურძნის ჯიშები“, მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.

მოსწავლეებს შესაბამისი ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის გამოყენებით უნდა მოეძებნათ ინფორმაცია კახეთში არსებული ნებისმიერი სამი სხვადასხვა გამოყენების - საღვინე, ჩურჩხელისა და სუფრის ყურძენის - ჯიშზე. შემდეგ დაემუშავებინათ მოპოვებული ინფორმაცია და მოკლე მონაცემები ყურძნის გავრცელების არეალზე, თვისებებზე, უპირატესობებზე, ნაკლოვანებებსა და ა.შ. ორი კვირის ვადაში კი თვითნაკეთი, სათანადოდ გაფორმებული ბროშურის სახით საკლასო ოთახში წარედგინათ. 

მოსწავლეებმა ხალისით, დიდი ინტერესითა და მონდომებით შეასრულეს მიცემული დავალება და საინტერესო ბროშურები შექმნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203