საქობოს საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოდგომის სილამაზეს ბუნებაში ეზიარნენ, ნანახი კი ნამუშევრებში ასახეს
24-10-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო საინტერესო გასვლითი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა, მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და მათი ესთეტიკური ხედვის განვითარება-წარმოჩენას. 

სკოლის პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები შემოდგომის სილამაზეს ბუნებაში ეზიარნენ და ნანახი საკუთარი შემოქმედებით ასახეს. 

მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა მონაწილეობა მიიღეს შემოდგომის თემატურ შემოქმედებით აქტივობაში და შექმნეს ლამაზი ნამუშევრები, შემდეგ კი მოაწყეს მცირე გამოფენა და პრეზენტაცია.

დღე სავსე იყო სიხარულით, აღმოჩენებით და შემოქმედებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203