დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბმა „საფიხვნომ“ მასწავლებლის დღეს ლიტერატურულ-შემოქმედებითი კომპოზიცია მიუძღვნა
24-10-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე აღინიშნა.

სკოლის ლიტერატურულმა კლუბმა „საფიხვნომ“, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისა და კლუბის ხელმძღვანელის, ნათელა ღლონტის ორგანიზებით, მასწავლებლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გამართა. ღონისძიების თემა იყო: „მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მასწავლებლის როლისა და მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმას თანამედროვე საზოგადოებისა და ახალგაზრდა თაობის აღზრდის პროცესში.

კლუბ „საფიხვნოს“ წევრებმა, ნათელა ღლონტის ხელმძღვანელობით, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ლიტერატურულ-შემოქმედებითი კომპოზიცია, რომელიც ოსტატურად აერთიანებდა პოეზიას, პროზასა და მხატვრულ ნომრებს, რითაც გადმოსცემდნენ მასწავლებლობის, როგორც მისიისა და გმირობის ტოლფასი პროფესიის, არსს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის, კათედრების წარმომადგენლები, პედაგოგები და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, მშობლები. მათი დასწრება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სკოლისა და საზოგადოების ერთიანობას სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203