​იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო თემა - „ჩურჩხელის მომზადება“, გააცოცხლეს
24-10-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ​იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ინიციატივებით. 

21 ოქტომბერს, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიის მასწავლებლების - ანუშ მურადიანისა და ლუსვარდ  გრიგორიანის დახმარებით, ჩურჩხელა მოამზადეს.

მოსწავლეებმა ბილინგვური სწავლების თემა „ჩურჩხელის მომზადება“ გააცოცხლეს. ბავშვებმა სკოლის ეზოში თათარა აათუხთუხეს და ჩურჩხელები ხალისით ამოავლეს. 

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203