
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებითა და პროექტებით სწავლობენ, ხალისით ასრულებენ კომპლექსურ დავალებებს.
20 ოქტომბერს, მე-4გ კლასში ჩატარდა კომპლექსური დავალებების პრეზენტაცია თემაზე - My Favourite Animal is.
პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეთა ზეპირი საუბრის, წერის და მოსმენის უნარების განვითარება. მათ უნდა შეძლებოდათ თავიანთი საყვარელი ცხოველის დასახელება და აღწერა მარტივი ინგლისური წინადადებებით, ესწავლათ პრეზენტაციის ჩატარება და საკუთარი აზრის გამოხატვა მარტივად.
მოსწავლეებმა აირჩიეს თავიანთი საყვარელი ცხოველები, დახატეს და ინგლისურად წარადგინეს მოკლე აღწერა.
საბოლოო ჯამში კომპლექსური დავალებების პრეზენტაცია ხალისიანი და იმავდროულად ნაყოფიერი აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა შეისწავლეს ახალი ინგლისური სიტყვები ცხოველების შესახებ, შეძლეს მარტივი წინადადებების შექმნა და გამოთქმა, ამაღლდა მათი სასწავლო მოტივაცია, თავდაჯერება და ინტერესები ინგლისური ენისადმი.
მე-4გ კლასის დამრიგებელი მარი ყვავაძე გახლავთ, ბავშვებს ინგლისურ ენას კი პედაგოგი სალომე საგანელიძე ასწავლის.
იხილეთ ფოტოები: