
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
მოსწავლეებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ხალისით შეაბიჯეს. პირველკლასელები ფერად და ლამაზ გარემოში ეზიარნენ მშობლიური ენის მთავარ ასო-ბგერებს - „აი ია“-ს.
მასწავლებელმა მათ მოტივაციაზე იზრუნა ლამაზად მორთულ საკლასო სივრცეში, პატარებს სახალისო და საინტერესო აქტივობები შესთავაზა.
მოსწავლეებმაც იაქტიურეს და დიდი ენთუზიაზმით დაეწაფნენ ახალ ცოდნას.
სკოლის დირექტორმა, ლულა ხვიჩავა და მასწავლებლები პატარებს ანბანეთში შემობრძანება დიდი სიყვარულით მიულოცეს.
„ფეხბედნიერი ყოფილიყოს თქვენი ნაბიჯები ანბანის ჯადოსნურ სამყაროში! დაგილოცავთ გზას დედა ენის რთულ და საინტერესო ბილიკებზე! მადლობა მზია მასწავლებელს დაუღალავი შრომისთვის და მშობლებს დასამახსოვრებელი დღევანდელი დღისთვის“, - აღნიშნა დირექტორმა ლულა ხვიჩავამ.
იხილეთ ფოტოები: