
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ერთვებიან, რაც მათ მაღალ სასწავლო მოტივაციაზე მეტყველებს.
სულ ახლახან, სკოლაში მშვიდობის კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა.
მოსწავლეებმა მოაწყვეს პერფორმანსი, შექმნეს თემატური ნამუშევრები და ერთხმად აღნიშნეს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.
აქტივობებს ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - ქრისტინე ბოჯგუამ და ანნა მექვაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მშვიდობის საერთაშორისო დღე 21 სექტემბერს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: