„33 საუფლო სიტყვა“ - ფოთის N7 სკოლის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ქალაქის ახალგაზრდულ ჰაბში პრეზენტაციები გამართეს
24-10-2025

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით, აქტივობებითა თუ პროექტებით. 

ამჟამად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - დარეჯან ინჯგიას ინიციატივით, მე-10 კლასში ხორციელდება პროექტი - „ლოცვით დაწერილი ისტორია“. 

პროექტის ფარგლებში, ქალაქის ახალგაზრდულ ჰაბში, ქართული დამწერლობის ისტორიაზე გაიმართა საინტერესო პრეზენტაციები სახელწოდებით - „33 საუფლო სიტყვა“. 

„ახალგაზრდებისთვის საგანგებოდ შექმნილ ახალ სივრცეში, რომელიც ადრინდელ ცოდვიან ისტორიებს ინახავს, დღეს საგალობლები ახმიანდა... იქნებ შემთხვევით არაფერი ხდება... პროექტი გრძელდება...“,- აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი და, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203