ფოთის N7 სკოლის მოსწავლეთა ბიოლოგიის თეორიულ-პრაქტიკული გაკვეთილი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა 
27-10-2025

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის მე-10 კლასელებმა, პედაგოგ ნანა ლაშქარავას ხელმძღვანელობით, ხელების დაბანის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

მე-10 კლასში, ბიოლოგიის თეორიულ-პრაქტიკული გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემა იყო - „ხელების დაბანა და ჯანმრთელობა“. 

საინტერესო და საჭირო, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ინტერაქტიული გაკვეთილი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში წარიმართა. 

მოსწავლეებმა პრაქტიკული სამუშაო ხალისით შეასრულეს, ისაუბრეს ხელების დაბანის მნიშვნელობაზე, დაავადებების პრევენციაზე, საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ბევრი ნაკლებად ცნობილი დეტალი დამსწრე საზოგადოებასაც გაუზიარეს. 

აღსანიშნავია, რომ ხელების დაბანის საერთაშორისო დღე 15 ოქტომბერს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203