მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ფინანსურ განათლებას საინტერესო შეხვედრა მიეძღვნა
24-10-2025

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა. 

სკოლაში ფინანსური განათლების პორტალ „ფინედუს“ უმასპინძლეს.

20 ოქტომბერს, პროექტ FinEdu-ს  ეგიდით, მუხურის თემის საჯარო სკოლას მათემატიკის მასწავლებლების -  მანანა ცირდავასა და ირმა პაპავას, ასევე  IX კლასის დამრიგებლის - სოფიკო სორდიას ინიციატივით, საქართველოს ეროვნული ბანკის დესპანი თეონა ყურაშვილი ასისტენტთან ერთად  ესტუმრა. 

შეხვედრა მოიცავდა ინტერაქციულ ერთსაათიან შეხვედრას, რომლის შემდეგაც მოსწავლეებმა შეასრულეს ტესტი ქართულ ვალუტასთან დაკავშირებით.

ბავშვებმა ყურადღებით მოისმინეს ძალიან საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, იმოგზაურეს ფინანსური წიგნიერების სამყაროში, შეიმეცნეს, როგორ შექმნან მყარი საფუძველი დიდი ოცნებების ასასრულებლად. 

სტუმრებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს ინსტრუქტაჟი, როგორ ეთამაშათ ე.წ. „მონოპოლი“ საფინანსო ტერმინებსა და საბანკო ისტორიასთან დაკავშირებით.

დასასრულს მოსწავლეებმა მიიღეს სიმბოლური საჩუქრები და სამაგიდო თამაში. 

სკოლაში მადლობას უხდიან პროექტის წარმომადგენლებს სტუმრობისთვის. 

„მადლობა ძვირფას სტუმრებს საინტერესოდ წარმართული, ინფორმაციული და ფრიად საჭირო ღონისძიებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203