განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას თქმით, სამ სკოლაში კონდიციონერების მონტაჟი მიმდინარეობს.
ეს სკოლებია: თბილისის N103, თბილისის N175 და ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა.
„ამ ეტაპზე სპეცსისტემები სამ სკოლაში მონტაჟდება. ესენია: თბილისის N103, თბილისის N175 და ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა. შერჩევის კრიტერიუმი ორია – ტემპერატურული რისკები და ის, რომ ყველა სკოლას არ აქვს საშუალება, ელექტრომამარაგების სიმძლავრეებით უზრუნველყოს ყველა ოთახში კონდიცირების სისტემის მუშაობა, შესაბამისად, ამ ეტაპზე ხდება დამონტაჟება იმ სკოლებში, სადაც ამის საშუალებაა. დანარჩენ სკოლებში დროებით ვენტილატორები დაიდგმება, შემდეგ კი ეტაპობრივად კონდიციონერებით აღიჭურვება“, - აღნიშნა თეიმურაზ მურღულიამ.