
15 ოქტომბერს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული დღე იყო - პირველ კლასში ქართველების სათაყვანებელი ანბანი შემობრძანდა.
პატარებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს წიგნიერების სამყაროში. ქართული ენის მასწავლებელმა, მაყვალა ნოზაძემ მოსწავლეებს არაერთი საინტერესო და სახალისო აქტივობა შესთავაზა.
პატარები ხალისით გაეცნენ დედაენის პირველ ასოებს - ნასწავლ ასო-ბგერებზე სიტყვები გაიხსენეს, დაალაგეს შესაბამისი ასოების მიხედვით და დამარცვლეს ისინი, ასევე მოისმინეს ამბავი დედაენის „აი იას“ შექმნის შესახებ, გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, იხილეს იაკობ გოგებაშვილის „ხმოვანი ფოტო“.
პატარა მოსწავლეებმა შეასრულეს აქტივობები „ა“ და „ი“ ასო-ბგერების მოხაზულობაზე და პირველი ასობგერების ჩანაწერიც გააკეთეს.
აქტივობები მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა.
„გაკვეთილი ჩატარდა საოცრად ემოციურ და დასამახსოვრებელ გარემოში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: