განათლების საერთაშორისო ცენტრი უქმდება - ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა
23-10-2025

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2026 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება. ლიკვიდაციის შესახებ ბრძანებას ხელი ირაკლი კობახიძემ 21 ოქტომბერს მოაწერა, თუმცა ბრძანება საკანონდმებლო მაცნეზე დღეს, 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

განათლების საერთაშორისო ცენტრის ფუნქციებს განათლების სამინისტრო გადაიბარებს. 

როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსმმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების საერთაშორისო ცენტრი.

ამავე ბრძანების მიხედვით განათლების სამინისტროს დაევალა:

ა) ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოფს:

ა.ა) ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრულ ინვენტარიზაციასა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენას;

ა.ბ) ცენტრში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავებას, სისტემატიზაციასა და დაარქივებას (საჭიროების შემთხვევაში − განადგურებას), კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ა.გ) ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელებას;

ბ) უზრუნველყოს, ამ დადგენილებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გამოყენება;

გ) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის/მიღების მიზნით.

განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს. ცენტრის მთავარი მიზანია, საქართველოს მოქალაქეებმა ისწავლონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ, შეძენილი ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში, მოახდინონ.

„განათლების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო გააუქმა“

„გაუქმდა სკოლამდელი განათლების სამმართველო“ - სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ინფორმაციას ავრცელებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203