ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში, სადაც ორშაბათს სტარტი აიღო იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილმა კვირეულმა, მორიგი საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
კვირეულის მე-3 დღე აქტივობას - „ჩემი სკოლის ეზო ლამაზი მინდა იყოს“ დაეთმო.
მოსწავლეებმა საკლასო ოთახიდან ეზოში გადაინაცვლეს და შერჩეული ტერიტორია ყვავილებითა და დეკორატიული მცენარეებით გაალამაზეს.
აქტივობაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებისთვისაც აქტივობა მეტად სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: