
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან.
რა თქმა უნდა, მოსწავლეებმა ხალისით აღნიშნეს ხის დარგვის საერთაშორისო დღე. ბავშვებმა მასწავლებლების დახმარებით სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.
მოსწავლეები ღონისძიებას ხალისით შეუერთდნენ და სასიამოვნო დროც გაატარეს, სამომავლოდ, თავადვე იზრუნებენ ნერგებზე და კი საკუთარი ნაშრომის ნაყოფს დაელოდებიან.
ხის დარგვის საერთაშორისო დღე 22 ოქტომბერს აღინიშნება. დღე 1874 წელს დაწესდა და მისი დამაარსებელია ამერიკელი ბოტანიკოსი სტერლონგ მორტონია.
იხილეთ ფოტოები: