
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე საგნების სამყაროში იმოგზაურეს და პატარა მკვლევარები ნამდვილ მეცნიერებად გადაიქცნენ.
სასწავლო პროცესის თემა იყო - საგნების დაჯგუფება და კლასიფიცირება.
გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა და დაკვირვება, აზროვნება და შემოქმედება ერთ მთლიანობად იქცა.
მოსწავლეებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ღილები გადაიქცეს ცოდნის წყაროდ. ფერით, ფორმითა და ზომით გაანაწილეს, შექმნეს ულამაზესი პრეზენტაციები.
„ჩვენ ერთად ვისწავლეთ, რომ დაჯგუფება არა მხოლოდ წესრიგის, არამედ აზროვნების ხელოვნებაა“,- აღნიშნავს მასწავლებელი და მოსწავლეებს კიდევ არაერთ შთამბეჭდავ გაკვეთილს ჰპირდება.
იხილეთ ფოტოები: