
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგების მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში და წარმოაჩენენ ცოდნას, ნიჭსა და შესაძლებლობებს.
ახლახან, შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც „კინგსის“ 2025 წლის გაზაფხულის სეზონის საგნობრივ ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ და ასევე იასპარეზეს მათემატიკის სუპერფინალურ ოლიმპიადაში, დიპლომებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოწაფეები მონდომებისა და სასწავლო შემართებისთვის შეაქეს და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: