
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლა ჩართულია პროექტში - „დემოკრატია იწყება სკოლაში“, რომლის მთავარი მიზანია მოსწავლეთა მონაწილეობისა და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების გაძლიერება.
ახლახან, პროექტის ფარგლებში, სკოლაში ჩატარდა პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრნენ კლასის დამრიგებლები და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.
პრეზენტაცია ჩაატარა საპროექტო გუნდმა. შეხვედრის ძირითად სასაუბრო თემას კი წარმოადგენდა „უსაფრთხო სკოლის კონცეფციის შექმნა“.
შეხვედრა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: