
სასკოლო განათლების კონცეფცია უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში საზოგადოებას ფართე კონტექსტით წარედგინება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, სახელმძღვანელოების საკითხი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა სანამ ყველა დაგეგმილი სიახლე გახდება ცნობილი ზოგადი განათლების მიმართულებით, გივი მიქანაძემ იმ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლითაც ახალ სასწავლო წელს შეხვდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებია; მათ შორისაა საქართველოს ჰიმნით გაკვეთილების დაწყებაც.
„სასწავლო წლის დასაწყისში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადავდგით; 15 სექტემბრიდან გამოვეცით განკარგულება, რომ სწავლის დაწყებამდე, 5 წუთით ადრე, ყველა - 2089 სკოლაში გაჟღერდეს საქართველოს ჰიმნი; სტატისტიკა გამოვითხოვეთ და მკვეთრად შემცირდა დაგვიანებები, რაც სახელმწიფო სიმბოლიკისადმი პატივისცემაა...“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.
გარდა ამისა, დავიწყეთ ღირებულებითი განათლება სკოლებში, გადამზადდა 53 მამაო; ვერ წარმოიდგენთ, როგორი დიდა მოთხოვნა და როგორი პოზიტივი მოდის მოსწავლეებისა და პედაგოგების მხრიდან... უახლოეს პერიოდში კი 100 მამაოს გადამზადებას ვგეგმავთ, რომლებიც უფრო მეტ საჯარო სკოლას დაფარავენ;
დავაბრუნეთ რელიგიის ისტორიის სწავლება 70-მდე სკოლაში, ხოლო150-მდე სკოლაში ვასწავლით ჯარის გაკვეთილებს“, - განაცხადა განათლების მინისტრმა დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას.