
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.
სკოლის მოსწავლეებმა - ლევან ხინიკაძემ და ლუკა ბერიძემ წარმატებით იასპარეზეს საერთაშორისო და რესპუბლიკურ ტურნირებზე.
ლევან ხინიკაძემ, საერთაშორისო ტურნირზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, U17 წლამდელთა შორის წარმატებით იასპარეზა.
ესტონეთში გამართულ გეორგ ლურიჩის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში, ლევან ხინიკაძემ ორ ასაკობრივ კატეგორიაში, მეორე ადგილი დაიკავა.
ლუკა ბერიძემ კი მაგიდის ჩოგბურთში, ხულოს მუნიციპალიტეტის ღია პირველობაზე იასპარეზეს წარმატებით.
„ოთხთა ტურნირში“ აქტიური მონაწილეობა მიიღეს საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სადაც ლუკა ბერიძე მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.
საბეჭისის საჯარო სკოლა ულოცავს გამარჯვებულებს და უსურვებს წარმატებას მომავალში.
იხილეთ ფოტოები: