თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფიზიკა-მათემატიკის სკოლის „კოლაბორაციის კლუბს“ უმასპინძლეს
23-10-2025

ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლას ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლის „კოლაბორაციის კლუბი“ ესტუმრა, მათემატიკის მასწავლებლების - ქეთევან აბსავასა და თამარ ჩოკოშვილის ორგანიზატორობით.

მე-8-მე-9 კლასის მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ წარმატებულ „კომაროველებს“, რომლებმაც მათ გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და წარმატების გზა. ღონისძიების მიზანი იყო: სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება, ლოგიკური აზროვნების გაღრმავება.

შეხვედრის ფარგლებში, ჩატარდა მათემატიკური ოლიმპიადა, სადაც მონაწილეებმა გამოცადეს თავიანთი ცოდნა და გონებრივი შესაძლებლობები.

ღონისძიების ბოლოს, გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები, სხვადასხვა ნომინაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203