მოსწავლეთა წარმატების აღნიშვნით დაწყებული სასწავლო წელი ითხვისის N საჯარო სკოლაში
23-10-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყება დღესასწაულია. მოსწავლეთა მოტივირება კი სკოლის ტრადიციების ნაწილია. 

2025-26 სასწავლო წელი სკოლაში საზეიმოდ გაიხსნა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლამ კიდევ ერთხელ გააერთიანა სიხარული, სიამაყე და შთაგონება. შეჯამდა სასკოლო მიღწევები და გაიმართა წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოვების ცერემონიალი. 

ღონისძიებაზე აღინიშნა იმ მოსწავლეთა წარმატება, რომლებმაც შესანიშნავი აკადემიური შედეგებით დაამთავრეს სკოლა და გახდნენ სტუდენტები. მათ სკოლის ადმინისტრაციამ სპეციალური სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

დაჯილდოვდნენ აგრეთვე სხვადასხვა კლასის გამორჩეული მოსწავლეები - ცოდნისადმი სიყვარულის, აქტიურობისა და პასუხისმგებლობისთვის. 

თითოეულ წარმატებულ მოსწავლეს გადაეცა სიგელი, ხოლო მშობლებს კი გამოეცხადათ მადლობა შვილების მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს შრომისათვის და მიულოცა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება.

დირექტორის თქმით, მთავარი მიზანი არის ისეთი სკოლის ჩამოყალიბება, სადაც თითოეული ბავშვი შეძლებს თავისი ნიჭის აღმოჩენას და რეალიზებას. 

„სკოლა მხოლოდ სწავლა-განათლების ადგილი კი არ არის - ეს არის ადგილი სადაც ყალიბდება ადამიანი, მოქალაქე და ქვეყნის პატრიოტი. ჩვენი ვალია მომავალ თაობას შთავუნერგოთ სიყვარული საკუთარი სამშობლოს, ენისა და კულტურის მიმართ, რადგან სწორედ ეს სიყვარული აძლიერებს ხალხს და აერთიანებს ქვეყანას. იმისათვის, რომ ეს გრძნობა ყოველდღიურად გვქონდეს გულში, სკოლა ყოველი სასწავლო დღის დაწყებისას მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს და ავწევთ სახელმწიფო დროშას“,- ამ სიტყვებით დაასრულა თავისი სიტყვა სკოლის დირექტორმა, მაყვალა ნოზაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203