
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისს სამსახურის უფროსს დამატებითი უფლებამოსულება მიენიჭა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ბრძანებით 22 ოქტომბრიდან სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ქვეყნის ფარგლებს შიგნით სამსახურებრივი მივლინების დროს ხელი მოაწეროს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართლებრივ აქტებს, ხელშეკრულებებსა და სხვა სახის დოკუმენტაციას.
ასევე, უფროსის შვებულებაში, საზღვარგარეთ მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. უფროსის მოადგილის შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში უფროსი თავისი მოვალეობის შესრულებას აკისრებს სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს.
უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. უფროსის მოადგილეების მიერ უფროსის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.